ფეხბურთი

20:36 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძის 90 წუთი ლევერკუზენის „ბაიერთან“

დღეს, 21 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში 5 მატჩი იმართება. ოთხი უკვე დასრულდა.

ბუდუ ზივზივაზის „ჰაიდენჰაიმი“ ლევერკუზენის „ბაიერს“ დაუზავდა შინ - 3:3. ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა, თუმცა შდეგიანობით არ გამორჩეულა. 27 მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ 15 ქულა აქვს და ისევ ბოლო, მე-18 ადგილზეა.

ლიდერმა „ბაიერნმა“ ბერლინის „უნიონს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. დუბლი მიითვალა სერჟ გნაბრიმ. თითოც მაიკლ ოლისემ და ჰარი კეინმა გაიტანეს. „ბაიერნი“ 70 ქულით კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშბის ცხრილს.

გერმანია. ბუნდესლიგა. 27-ე ტური. 21 მარტი: ჰაიდენჰაიმი - ლევერკუზენი 3:3, კიოლნი - გლადბახი 3:3, ვოფსბურგი - ვერდერი 0:1, ბაიერნი - უნიონ ბერლინი 4:0, დორტმუნდი - ჰამბურგი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.204134