ფეხბურთი

2:19 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" "ბორნმუთს" დაუზავდა

ინგლისის პრემიერლიგის 31-ტური დაიწყო, რომლის პირველ შეხვედრაში „ბორნმუთი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაზავდნენ.

უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში ოთხი გოლი გავიდა. „მანჩესტერი“ ბრუნო ფერნანდეშის პენალტით დაწინაურდა, რასაც მალევე რააინ კრისტიმ უპასუხა, თუმცა, ოთხ წუთში მაიკლ კერიკის გუნდი ჯეიმს ჰილის ავტოგოლით მეორედ დაწინაურდა.

78-ე წუთზე ჰარი მაგუაირი გააძევეს, ხოლო ელი ჟუნიორ კრპუპიმ პენალტით მეორედ გაათანაბრა და საბოლოოდ ფრე - 2:2. გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 55 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 აპრილს, „ლიდსს“ უმასპინძლებს, ხოლო „ბორნმუთი“ 42 ქულით მეათე საფეხურს იკავებს.

„ბორნმუთი“ – „მანჩესტერი“ 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (61, პენ), 1:1 კრისტი (67), 1:2 ჰილი (71, ა. გ), 2:2 კრუპი (81, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097532