ფეხბურთი

10:26 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ემერიმ განმარტა, თუ როგორ დაამარცხა „ასტონ ვილამ“ „ლილი“

„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ კომენტარი გააკეთა ევროპა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ლილთან“ 2:0 გამარჯვებაზე.

„კმაყოფილი ვარ „ასტონ ვილას: თამაშით.. ჩვენ ორგანიზებულები ვიყავით, თუმცა არა იდეალურები. თანმიმდევრული მატჩი ჩავატარეთ. როდესაც შანსები გვქონდა, ვისარგებლეთ. გეგმა გვქონდა მეტოქისთვის ჩვენი თამაში მოგვეხვია თავს და არა უკან დაგვეხია. მოთმინება და სიტუაციის კონტროლი გვჭირდებოდა. ჩვენი პირველი გოლი კონტრშეტევაზე გავიდა და ეს გეგმის ნაწილი იყო. ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგეს წინ წასვლა მოუწევდა და ამით ვისარგებლეთ“, - ციტირებს ემერის სიტყვებს უეფას ვებ-გვერდი.

„ასტონ ვილამ“ პირველი მატჩიც 1:0 მოიგო და, საერთო ჯამში, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისინი „ბოლონიას“ დაუპირისპირდებიან.

თეგებიუნაი ემერი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158162