საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტური „იბერიას“ და „დინამო თბილისის“ მატჩით დაიწყო, რომელიც ფრედ დასრულდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა, არცთუ სანახაობრივი. მომენტები ორივეს გუნდს ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენეს. საბოლოოდ, ნულოვანი ფრე, რაც შეიძლება ითქვას, ლოგიკური შედეგია.
„დინამო თბილისს“ სამ თამაშში 5 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „დილას“ შეხვდება, ხოლო „იბერიას“ აქტივში ამდენივე შეხვედრაში 4 ქულაა და „გაგრას“ დაუპირისპირდება.





