ფეხბურთი

16:38 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი: “მანჩესტერში” ჯონსის გამო არ გადავედი

საფრანგეთის ნაკრების მცველმა რაფაელ ვარანმა L'Equipe-თვის მიცემულ ინტერვიუში მანჩესტერში არგადასვლის მიზეზი დაასახელა.

“ინგლისურ კლუბში გადასვლის შანსი მქონდა, მაგრამ “მანჩესტერმა” კონტრაქტი ჩემი ამპლუის ფეხბურთელთან, ფილ ჯონსთან გააფორმა, ამიტომ უარი ვთქვი პრემიერლიგაში თამაშზე”, – განაცხადა ვარანმა.

ცენტრალურმა მცველმა ფრანგული გრანდის, პსჟ-ს დაინტერესების ამბავიც გაიხსენა.

“პსჟ-ს დაინტერესება ბუნდოვანი ჩანდა. გარკვეული არ იყო, რა მოხდებოდა თუკი პარიზში გავემგზავრებოდი. ამ მიზეზით მოლაპარაკება მალე დასრულდა”, – აღნიშნა “ლანსის” ყოფილმა მცველმა.

საბოლოოდ ფეხბურთელი 2011 წელს ლიგა 1-დან ესპანეთის პრიმერა დივიზიონის “რეალში” გადავიდა, რომელსაც ჟოზე მაურინიო წვრთნიდა.

“მადრიდულ კლუბში გადასვლის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მივიღე, რადგან ვიცოდი, მთავარ მწვრთნელს სურდა სასტარტო შემადგელობაში მეთამაშა”, - დაასრულა 21 წლის ფეხბურთელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109719