ფეხბურთი

18:44 | 12.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა უარს ამბობს ფინალისიმას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებაზე

ჟურნალისტ გასტონ ედულის ცნობით, არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია არ ეთანხმება ფინალისიმას მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებას.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია უარყოფს ახალ ადგილს და ამის შესახებ უკვე აცნობა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას, რომელიც იმავეს უეფას აცნობებს.

12 მარტს გამოცხადდა, რომ დოჰაში, ყატარის დედაქალაქში დაგეგმილი ფინალისიმა, სავარაუდოდ, 27 მარტს მადრიდში გაიმართება.

ფინალისიმა ერთმატჩიანი ტურნირია ევროპის ჩემპიონსა და კოპა ამერიკის გამარჯვებულებს შორის. წლეულს თასისათვის არგენტინისა და ესპანეთის ეროვნული გუნდები იბრძოლებენ.

თეგებიფინალისიმა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168843