„ლნზ ჩერკასის“ ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელი უშუალოდ უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.
აღსანიშნავია, რომ მე-19 ტურში ნონიკაშვილმა „ვერესის“ წინააღმდეგ მატჩში (3:0) მხოლოდ ბოლო 15 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს დროც ეყო, რომ თავი ორი საგოლე პასით გამოეჩინა და სიმბოლურშიც დამსახურებულად შეიყვანეს.
შოთა ნონიკაშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი მიითვალა. „ლნზ ჩერკასი“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ოლექსანდრიას“ 14 მარტს უმასპინძლებს.







