იტალიის სერია A-ს 28-ე ტური „ნაპოლი“ – „ტორინოს“ დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
ანტონიო კონტეს გუნდი მეშვიდე წუთზე ალისონ სანტოსის გოლით სწრაფად დაწინაურდა, რასაც მეორე ტაიმის შუაში ელიფ ელმასის გოლით მოჰყვა. მატჩის ბედიც პრაქტიკულად გადაწყდა.
„ტორინომ“ გაიბრძოლა, ბოლოს ჩეზარე კაზადეის გოლით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა, რადგან დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ნეაპოლელებმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.
„ნაპოლი“ 56 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 მარტს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.





