ავსტრიის გრან პრის პირველმა დღემ საქართველოსთვის უმედლოდ ჩაიარა. ბრინჯაოს შანსი ვაჟა მარგველაშვილს ჰქონდა, მაგრამ მარცხი განიცადა.
მარგველაშვილმა (66 კგ) იაპონელი ჯინ საკამოტო და ბრიტანელი მაიკლ ფრაიერი დაამარცხა, შემდეგ ყაზახ გუსმან კირგიზბაიევთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟის პირველ წრეში მოლდოველ დენის ვიერუს აჯობა და მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი დავიდ გარსია ტორნე იყო, რომელთანაც წააგო და უმედლოდ დარჩა.
ამავე წონაში დღეს თორნიკე გიგაურმა იასპარეზა, რომელიც პირველ წრეში სერბ მატია იერემიჩთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრან პრიზე საქართველო 11 ძიუდოისტითაა წარმოდგენილი, რომლებიც 7-8 მარტს იასპარეზებენ.







