რაგბი

0:14 | 2.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი

crocobet დიდი 10-ის მე-16 ტურში, თბილისის ‘ხვამლმა’ ‘ყაზბეგს’ 16:0 სძლია და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

„ავჭალის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ შეხვედრას წვიმამ თავისი ხელი დაატყო. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და შეცდომები, რამაც სანახაობრივი მხარე დააკნინა.

‘ხვამლმა’ ყველა ქულა პირველ ტაიმში აიღო. ნომინალურმა სტუმრებმა საწყის 30 წუთში 3 ჯარიმა გაიტანეს. ზუსტი დარტყმები ლუკა თაყაიშვილმა შეასრულა, ტაიმის ბოლოს კი რიცხობრივი უპირატესობა (ლევან გომიაშვილის სინბინის გამო) გამოიყენა და გიორგი კურტანიძემ ლელო გაიტანა, რომელიც თაყაიშვილმა გარდასახა.

შესვენების შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, მსაჯმა შოთა თევზაძემ კი ყვითელი ბარათი კიდევ 5-ჯერ გამოიყენა. 50-ე წუთზე ლუკა გელაშვილი (ხვამლი) და ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი) დაისაჯნენ, ხოლო 58-ეზე ნიკოლოზ ცოფურაშვილი (ყაზბეგი) და გიორგი ვარდოსანიძე (ხვამლი). მატჩის მიწურულს რიცხობრივი უპირატესობა ‘ყაზბეგმა’ მიიღო (ლუკა სულუაშვილი), თუმცა ამით ვერ ისარგებლა და 0:16 დამარცხდა.

შედეგად, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე ‘ხვამლი’ 30 ქულით მე-8 ადგილზე რჩება, თუმცა საფლეიოფო ზონას ახლა მხოლოდ 5 ქულა აშორებს. ‘ყაზბეგი’ 18 ქულით ბოლოსწინა ადგილს ინარჩუნებს და 2 ქულით უსწრებს გასავრდნ მე-10 ადგილზე მყოფ ‘გორს’. თამაშის საუკეთესო მოთამაშე ლუკა თაყაიშვილი გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172929