მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა „დორტმუნდთან“ დუბლით სამი რეკორდი დაამყარა.
კეინს მიმდინარე სეზონში უკვე 45 გოლი აქვს გატანილი და 94 წლის განმავლობაში პირველი ინგლისელია, ვინც სეზონში ამდენი გოლი გაიტანა. დიქსი დინმა „ევერტონში“ 1931-1932 წლების სეზონში 46 გოლი გაიტანა. ფაქტია, კეინი სეზონის ბოლომდე კიდევ შეძლებს თავის გამოჩენას და ამ შედეგსაც საბოლოოდ გააუმჯობესებს.
კეინმა ზედიზედ მეოთხედ შეასრულა დუბლი და ბუნდესლიგის ისტორიაში სულ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ეს მოახერხა. მან ლოთარ ემერიხის (დორტმუნდი) და ტომისლავ მარიჩის (ვოლფსბურგი) შედეგი გაიმეორა, რომლებმაც იგივე შესაბამისად, 1997 და 2001 წლებში გააკეთეს.
გარდა ამისა, ჰარისთვის ეს კარიერის საუკეთესო შედეგია. 2023-2024 წლების სეზონში 45 თამაშში 44 გოლი გაიტანა, ახლა კი, 44 გოლისთვის 8 მატჩით ნაკლების ჩატარება დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ „დორტმუნდი“ 3:2 დაამარცხა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა, შესაბამისად, ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.







