უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც, ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი დაწყვილდა.
ვთქვათ, რომ წილისყრამდე თითოეულ გუნდს ორი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა, შესაბამისად, მეტწილად, კონტურები გამოკვეთილი იყო. ევროპა ლიგის გათამაშებაში ქართველი ლეგიონერების კლუბები არ არიან შემორჩენილები.
ევროპა ლიგის მერვედფინალური წყვილები
ფერენცვაროში - ბრაგა
გენკი - ფრაიბურგი
შტუტგარტი - პორტუ
ბოლონია - რომა
პანათინაიკოსი - ბეტისი
ნოტინგემი - მიდტიულანდი
სელტა - ლიონი
ლილი - ასტონ ვილა

გარდა ამისა, წინსწრებით გაიმართება მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრაც. შესაბამისად, თითოეულმა გუნდმა იცის, როგორი ბადის გავლა მოუწევს ფინალამდე.
მეოთხედფინალები
ფერენცვაროში - ბრაგას გამარჯვებული - პანათინაიკოსი - ბეტისის გამარჯვებული (წყვილი 1)
გენკი - ფრაიბურგის გამარჯვებული - სელტა - ლიონის გამარჯვებული (წყვილი 2)
შტუტგარტი - პორტუს გამარჯვებული - ნოტინგემი - მიდტიულანდის გამარჯვებული (წყვილი 3)
ბოლონია - რომას გამარჯვებული - ლილი - ასტონ ვილას გამარჯვებული (წყვილი 4)
ნახევარფინალები
1-2 წყვილების გამარჯვებულები
3-4 წყვილების გამარჯვებულები
ევროპა ლიგის მერვედფინალები 12-19 მარტს გაიმართება. მეოთხედფინალები 9-16 აპრილს, ხოლო ნახევარფინალები 30 აპრილსა და 7 მაისს. ფინალი 20 მაისს, სტამბოლში „ბეშიქთაშ სთედიუმზე“ შედგება.







