NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ საკუთარ მოედანზე „სან ანტონიოსთან“ 107:110 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავი დიდად ვერ გამოიჩინა.
მამუკელაშვილმა მხოლოდ 14 წუთი ითამაშა და გუნდს 2 ქულასთან ერთად 3 მოხსნა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
„სან ანტონიოში“ საუკეთესო დევინ ვასელი იყო 21 ქულით, ხოლო „ტორონტოს“ ბრენდონ ინგრემმა ულიდერა 20 ქულით და 11 მოხსნით.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებით და 25 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი პირველ მარტს, „ვაშინგტონს“ ესტუმრება.







