ესპანელმა ჟურნალისტმა ხორხე პიკონიმ "ლივერპულისა" და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯზე გიორგი მამარდაშვილზე საინტერესო სიახლე გაავრცელა. მისი თქმით, სანამ გიორგი ინგლისში გადაბარგდებოდა, მისით მადრიდის "რეალი" სერიოზულად იყო დაინტერესებული.
"რეალში" ტიბო კურტუა ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ფიგურაა, თუმცა ხელმძღვანელობა მისი მომავალთან დაკავშირებით უკვე ფიქრობს, რადგან ისინი ითვალისწინებენ ბელგიელის ასაკს და იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში მას მუხლის ტრავმა აწუხებს. მის ერთ-ერთ შემცვლელად ლუნინსაც მოიაზრებენ, თუმცა მასთან მიმართებით მაინც არსებობს ეჭვები, რომ კურტუას სრულფასოვნად შეცვლას ვერ მოახერხებს. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცული უკრაინელმა ზაფხულში "სამეფო კლუბი" დატოვოს.
"რეალში" კურტუას შემცვლელის საკითხზე უკვე დიდი ხანია ფიქრობენ, მათი მთავარი სამიზნე გიორგი მამარდაშვილი და ჟოან გარსია იყვნენ, თუმცა როგორც ირკვევა მათ არ სურდათ მეორე მეკარედ თამაში და იმის ლოდინი, თუ როდის წავიდოდა კურტუა კლუბიდან. ახლა, ყველაზე მეტად "რეალი" ინტერესს "დორტმუნდის" შვეიცარიელი მეკარის გრეგოლ კობელის და "ბრაიტონის" მეკარის ბარტ ვერბრუგენის მიმართ იჩენს", - წერს ესპანელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულს" გასულ ზაფხულს შეუერთდა, იქამდე კი ესპანური "ვალენსიას" ღირსებას იცავდა.







