სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:20 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ვესტონ მაკკენის ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

ტურინის „იუვენტუსმა“ ვესტონ მაკკენისთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწია.

27 წლის ამერიკელს ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით ხელში მისი ჩაგდების სურვილი „ინტერმა“, „მილანმა“, „რომამ“, „ატლეტიკომ“ და ამერიკულმა კლუბებმა გამოხატეს, მაგრამ ფეხბურთელმა უპირატესობა „იუვეს“ მიანიჭა.

მაკკენი კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე განაახლებს და სეზონში მისი ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ის 2.5 მილიონს გამოიმუშავებს. ასე რომ, პირობები გაუმჯობესდება.

ვესტონ მაკკენი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და 217 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მიმდინარე სეზონში 35 თამაშში თავი 7-ჯერ გამოიჩინა. კარიერის განმავლობაში მას „შალკესა“ და „ლიდსშიც“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171655