ფეხბურთი

14:30 | 23.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგი" მზადაა გიორგი ქოჩორაშვილს 5.5 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს

ლისაბონის "სპორტინგის" მესვეურებმა გიორგი ქოჩორაშვილის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღეს და მზად არიან ქართველი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაყიდონ. აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Leonino-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, "სპორტინგი" მზადაა ქოჩორაშვილის ტრანსფერზე დაინტერესებული მხარეების წინადადება მოისმინოს, თუმცა ხელმძღვანელობა 5.5 მილიონ ევროზე ნაკლებ შეთავაზებებს არ განიხილავს.

ქოჩორაშვილი პორტუგალიურ კლუბს გასულ ზაფხულს 5.5 "ლევანტედან" ზუსტად 5.5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და აქედან გამომდინარე მათი სურვილია დახარჯული ინვესტიცია სრულად ამოიღონ.

ჯერჯერობით უცნობია სხვა დეტალები, თუმცა ფაქტია, რომ გიორგი ქოჩორაშვილი დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "სპორტინგს" დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084218