ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ესპანიოლის“ მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
პირველი გოლი „ესპანიოლის“ თავდამსხმელმა ჟოფრე კარერასმა მეექვსე წუთზე გაიტანა. „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ალექსანდრ სორლოტმა ანგარიში 21-ე წუთზე გაათანაბრა. 49-ე წუთზე ჯულიანო სიმეონემ მასპინძლები წინ გაიყვანა. 58-ზე ადემოლა ლუკმანმა „ესპანიოლს“ მესამე გოლი გაუტანა. ალექსანდრ სორლოტმა 72-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო რვა წუთის შემდეგ სტუმართა ნახევარმცველმა ედუ ესპოზიტომ საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა..
ესპანეთის ლიგაში 25 მატჩის შემდეგ, „ატლეტიკოს“ 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. „ესპანიოლი“ 35 ქულით მეექვსეა.
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 25-ე ტური. 21 თებერვალი: სოსიედადი - ოვიედო 3:3, ბეტისი - რაიო ვალეკანო 1:1, ოსასუნა - რეალ მადრიდი 2:1, ატლეტიკო - ესპანიოლი 4:2.







