ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ნიუკასლს“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. „ქალაქელებმა“ 2:1 მოიგეს.
მე-14 წუთზე ნიკო ო’რაილიმ გახსნა ანგარიში, ლუის ჰოლმა საპასუხო გოლი 22-ე წუთზე გაიტანა. ო’რაილიმ კი 27-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
ამ თამაშის შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ 56 ქულით ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო „ნიუკასლი“ 36 ქულით მე-10-ზე.
შემდეგ რაუნდში „ქალაქელები“ სტუმრად „ლიდს იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „კაჭკაჭები“ საკუთარ მოედანზე „ევერტონს“ დაუხვდებიან. ორივე მატჩი 28 თებერვალს გაიმართება.
ინგლისი. პრემიერლიგა. 27-ე ტური. 21 თებერვალი: ასტონ ვილა - ლიდსი 1:1, ბრენტფორდი - ბრაიტონი 0:2, ჩელსი - ბარნლი 1:1, ვესტ ჰემი - ბორნმუთი 0:0, მანჩესტერ სიტი - ნიუკასლი 2:1





