სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:59 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” ლაუტარო მარტინესი გამოაკლდა

მილანის "ინტერს" გუნდის კაპიტანი ლაუტარო მარტინესი ტრავმის გამო გამოაკლდა. ინფორმაცია "ნერაძურის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე "ბოდო გლიმიტთან" მატჩში მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა მას მარცხენა ფეხზე კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება, რის გამოც მატინესს დაახლოებით ერთი თვით უქმობა მოუწევს. მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღად მარტის ბოლო სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინეს მიმდინარე სეზონში 35 მატჩი აქვს ჩატარებული და 18 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175264