"ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "რეალთან" წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი ვინისიუს ჟუნიორსა და ჯანლუკა პრესტიანის შორის მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა.
"ვინისიუსი შესანიშნავი ფეხბურთელია და მე ის ძალიან მიყვარს, თუმცა როდესაც ასეთი გოლი გაგაქვს უნდა მეტი პატივისცემა გამოიჩინო და თანაგუნდელებთან ერთად იზეიმო. მატჩის შემდეგ მთავარი სალაპარაკო თემა სწორედ მისი გოლი უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენ ახლა სულ სხვა საკითხებზე გვიწევს საუბარი. როდესაც ვინი ჩემთან მოვიდა ვუთხარი, რომ ასეთი შესანიშნავი გოლის შემდეგ უბრალოდ პატივისცემით უნდა მოქცეულიყო და უკან მშვიდად დაბრუნებულიყო.
როდესაც ის რასიზმზე მიმითითებდა, ჩემი პასუხი იყო, რომ ამ კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი ეუსებიო იყო (რომელიც შავკანიანი იყო) და ეს კლუბი რასისტული ვერ და არ იქნებოდა.
რაც შეეხება ვინის და ჯანლუკას კონფლიკტს, ვერცერთ მხარს ვერ დავუჭერ, მათი არ მჯერა, რადგან იქ არ ვყოფილვარ. ორივე მათგანს ვესაუბრე და ორივე სხვადასხვას ამტკიცებენ, შესაბამისად ამ სიტუაციაში მინდა ნეიტრალური ვიყო.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და ვფიქრობ "რეალმა" მოგება დაიმსახურა. ახლა მაქსიმალურად უნდა აღვიდგინოთ ძლები, ჯერ ჩემპიონატში ჩასატარებელი მატჩისთვის მოვემზადოთ და შემდეგ "რეალთან" საპასუხო შეხვედრაში ყველაფრის გამოსწორება ვცადოთ.
წითელი ბარათი დამსახურებულად მივიღე, ისეთი რამ ვთქვი, რომლის გამოც ყველა მიიღებდა წითელს, თუმცა მე დავინახე ფურცელი, სადაც მთავარ მსაჯს: ჩუამენის, კამავინგას ჰიუსენის სახელები ეწერა, რათა მათ ყვითელი არ მიეღოთ, რომ საპასუხო მატჩი არ გამოეტოვებინათ.
საპასუხო შეხვედრაში მოედანზე ვერ ვიქნები და ვერც გასახდელში შევძლებ ფეხბურთელებთან გასაუბრებას, თუმცა ჩემს საქმეს ჩემი ტანაშემწეები შეასრულებენ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგვივა", - განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ბენფიკას" საპასუხო შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართება.







