„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ტრავმირებულია, რის გამოც გუნდს მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარება.
გერმანელი კიპერი „ვერდერთან“ შეხვედრაში დაშავდა და შესვენების შემდეგ თამაში ვერ გააგრძელა. მას წვივის კუნთის დაზიანება აღენიშნება, სავარაუდოდ, მოედანზე 3-4 კვირა ვერ გავა.
მიმდინარე სეზონში მანუელ ნოიერმა „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა.







