ფეხბურთი

20:10 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილა" ამხანაგურ მატჩში "შახტართან" დამარცხდა

გორის „დილა“ თურქულ შეკრებაზე დონეცკის „შახტართან“ 2:3 დამარცხდა. უკრაინულმა გუნდმა კარგად დაიწყო და 10 წუთში ორჯერ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში დონეცკელთა უპირატესობა სამამდე გაიზარდა.

„დილამ“ 55-ე და 61-ე წუთებზე ტრეი ფულერისა და შოთა შეყილაძის გოლებით შეძლო თამაშში დაბრუნება და სიტუაცია დაძაბა, მაგრამ გამათანაბრებელი გოლი ვერ გაიტანა.

ეს იყო „დილას“ მესამე ტესტ-მატჩი თურქეთში, სადაც მანამდე ყირგიზეთის „ბიშკეკ სიტი“ და ნორვეგიის „ტრომსო“ დაამარცხა. ქართული კლუბი შეკრებას აგრძელებს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში კი „რუსთავს“ შეხვდება.

აქვე ვთქვათ, რომ გორის „დილამ“ არუნა უატარა ჩეხურ „პარდუბიცეში“ გაასხვისა. ბურკინაფასოელმა შემტევმა ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 23 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ "შახტარი" კიდევ ერთ ქართულ კლუბს, "რუსთავს" გაეჯიბრა, რომელიც 3:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ „დილამდე“ და "რუსთავამდე" დონეცკის „შახტარმა“ ამხანაგური მატჩი „დინამო თბილისთან“ გამართა, რომელსაც 7:2 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091797