ფეხბურთი

14:10 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძე კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს

32 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით სხირტლაძე კარიერას სლოვაკეთის რანგით მეორე დივიზიონის ბინადარ "პოჰრონიეში" გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

"პოჰრონიე" უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის 17 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო მეორეადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

სხირტლაძე ბოლოს "გარეჯის" რიგებში თამაშობდა, რომლის მაისურითაც ეროვნულ ლიგაში 14 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ქართველ ფეხბურთელს "გარეჯის" გარდა კარიერის სხვადასხვა პერიოდში "დინამო თბილისის", "იბერიას", "ქოჯაელსპორის", "ვიბორგის", "სილკენბორგის", "ტრნავას", "რიგას", "არკა გდინიას" და "ტრნავას" რიგებში უთამაშია. მას ასევე 4 მატჩი აქვს ჩატარებული საქათველოს ეროვნული ნაკრების მაისურით.

0.096428