ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედის" მოგებათა სერია შეწყდა, თუმცა მარცხს გადაურჩა. მაიკლ კერიკის გუნდმა სტუმრად ვესტ ჰემთან" ფრედ 1:1 ითამაშა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვება კვლავ ვერ შეძლო, ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ "წითელი ეშმაკებისა" და მისი ცნობილი გულშემატკივრის ფრენკ ილეტტის ისტორია გრძელდება.
ფრენკ ილეტტი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და საჯაროდ გამოაცხადა, რომ თმას იქამდე არ შეიჭრიდა, ვიდრე მისი საყვარელი კლუბი ზედიზედ 5 შეხვედრას არ მოიგებდა. ეს ყველაფერი 2024 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება.
493 დღის განმავლობაში ზედიზედ ხუთ მოგებასთან ყველაზე ახლოს "მანჩესტერი" სწორედ მაიკლ კერიკის მოსვლის შემდეგ იყო, თუმცა ყველაფერს ხელი "ვესტ ჰემმა" შეუშალა და შესაბამისად "გრძელი თმის" ისტორიაც გრძელდება და ათვლაც თავიდან იწყება.







