მილანის „ინტერი“ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს ფედერიკო დიმარკოსთან, ამის შესახებ ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება.
წყაროს ცნობით, მხარეები ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან, რომელიც 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
28 წლის იტალიელის მოქმედი კონტრაქტი „ნერაძურთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ როგორც ჩანს, „ინტერი“ მას შეინარჩუნებს.
მიმდინარე სეზონში ფედერიკო დიმარკომ 31 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.







