პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „მარსელთან“ 5:0 გამარჯვების შემდეგ ლიგა 1-ის ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელი დაასახელა.
„მომწონს, როგორ აშენებს დე ძერბი თავისი გუნდის თამაშს. მას შემტევი სტილი უყვარს, ორიენტირებულია გამარჯვებაზე. ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია მიმდინარე საფრანგეთის ჩემპიონატში“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვები derbyderbyderby.it.
ფრანგულ ლიგაში 21 მატჩის შემდეგ, პსჟ-ს 51 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „მარსელმა“ 39 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა. იტალიელმა მწვრთნელმა პროვანსული კლუბი 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მანამდე ის მუშაობდა „ბრაიტონში,“ დონეცკის „შახტარში,“ „სასუოლოში,“ „ბენევენტოში“ და „პალერმოში.“







