სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:34 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძისა და გოგლიჩიძის "უოტფორდში" ახალი მწვრთნელი დანიშნეს

„უოტფორდი“, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, ბელგიელ მწვრთნელს, ედ სტილს ჩააბარეს.

როგორც ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 2.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

სტილი „უოტფორდის“ მესამე მწვრთნელია მიმდინარე სეზონში. მან ხავი გრასია შეცვალა, ხოლო მანამდე სეზონი პაულო პეცოლანომ დაიწყო.

35 წლის სტილს „შარლერუაში“, „ეუპენში“, „კორტრაიკსა“ და „ანდერლეხტში“ აქვს ნამუშევარი, როგორც მთავარ მწვრთნელს, ხოლო გასულ სეზონში „ლანსში“ ძმის, ვილ სტილის ასისტენტიც იყო.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძე, საბა გოგლიჩიძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი ირიცხებიან. ინგლისური გუნდი ჩემპიონშიფში 44 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

0.095427