პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ერთადერთი მედლის შანსი აქვს, ისიც ბრინჯაოსი.
+100 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ ბლოკში ირაკლი დემეტრაშვილი გამოვა, რომელმაც ტაიპეის წევრი იო მინ დაი, ავსტრიელი მოვლი ბორჩაშვილი დაამარცხა, მეოთხედფინალში იაპონელ ჰიოგა ოტასთან ვერაფერი გააწყო, ხოლო რეპეშაჟში სამხრეთკორეელ სუენგეიობ ლისთან გაიმარჯვა. ბრინჯაოსთვის მისი მეტოქე სამხრეთკორეელი მინიონ კიმი იქნება.
დღესვე, დემეტრაშვილის გარდა, კიდევ ხუთმა ქართველმა იასპარეზა, მაგრამ მედლისთვის ვერავინ იბრძოლებს. ლუკა მაისურაძე (90 კგ), ნიკა ხარაზიშვილი (100 კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ), ზაურ დვალაშვილი (81 კგ) და კოტე კაპანაძე (81) ფინალურ ბლოკში ვერ მოხვდნენ. ამასთან ყველაზე ახლოს კაპანაძე იყო, რომელიც რეპეშაჟამდე მივიდა, მაგრამ იქ ავსტრიელ მეტოქესთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი უმედლოდ დარჩა.







