ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში 9-ქულიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს და მთავარი ბრძოლები წინაა:
„ის (9 ქულა) არაფერს ნიშნავს. ჯერ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს მოსაგები. გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ დიდებული წარსული შორეულ მოგონებას აღარ ჰგავს“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალს“ „ასტონ ვილასა“ და „მანჩესტერ სიტისთან“ 9-ქულიანი უპირატესობა აქვს, თუმცა, „სიტისთან“ შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.







