სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:14 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

პალმერი: "როსენიორთან ერთად "ჩელსიში" მუშაობა საოცარია"

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა კოულ პალმერმა ლიამ როსენიორზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი ხელმძღვანელობით თამაში ძალიან სასიამოვნოა.

„ლიამ როსენიორის ხელმძღვანელობით „ჩელსიში“ ცხოვრება საოცარია, ის ყველას თავდაჯერებულობას გვიმაღლებს. საშუალებას გვაძლევს, თავისუფლად ვითამაშოთ. ძალიან მომწონს მისი სტრატეგიები და თამაშის სტილი. ის და მისი შტაბი ვარჯიშებზე მოტივაციას ძალიან გვიმაღლებენ.

დარწმუნებული ვარ, როდესაც ფორმაში დავბრუნდები, ჩემს საუკეთესო ვერსიას იხილავთ. ჯერ საუკეთესო ფორმაში არ ვარ, იმედი მაქვს, მალე ვიქნები“, - თქვა პალმერმა.

შეგახსენებთ, რომ კოულ პალმერმა პრემიერლიგის ბოლო ტურში „ვულვზის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა.

0.085537