მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ჩაბი ალონსო, „ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი ენცო მარესკა და „კომოს“ მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი არიან „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელის თანამდებობის დაკავების მთავარ კანდიდატებს შორის, თუ ხოსეპ გვარდიოლა თანამდებობას დატოვებს, იტყობინება The Telegraph.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვარდიოლამ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ დატოვოს.
გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი 2016 წლის ზაფხულიდანაა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ექვსჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ორჯერ ქვეყნის ასოციაციის თასი და ოთხჯერ ლიგის თასი. 2023 წელს „ქალაქელებმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვეს.







