NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძეს "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდა და 103:112 დამარცხდა.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 37:21 მოიგეს, ხოლო მეორე მეოთხედი გაცილებით უკეთ ჩაატარა "ორლანდომ" და დიდ შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით 661:60 გავიდა. მეორე ტაიმი "სპურსმა" კარგად დაიწყო და მესამე და მეოთხე მეოთხედში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ 112:103 იმარჯვა.
გოგა ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე ძალიან მცირე 8:36 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში გოგამ 4 ქულას და 2 მოხსნას მოუყარა თავი.
"ორლანდო" 25 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს "ოკლაჰომას" წინააღმდეგ გამართავს.







