სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:03 | 2.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მეცი" ქვილითაიას ტრანსფერის შესახებ დღეს გამოაცხადებს

გიორგი ქვილითაია, რომელიც თავისუფალი აგენტია, კარიერას „მეცში“ გააგრძელებს.

როგორც L’Equipe იტყობინება, „მეცი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ერთბაშად ორი ფეხბურთელის ტრანსფერს დაადასტურებს: ერთი ქვილითაა, მეორე ბუნა სარი, რომელსაც „ბაიერნში“ უთამაშია.

გიორგიმ ცოტა ხნის წინ ლიმასოლის „არისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, შესაბამისად, „მეცი“ მას უფასოდ დაიმატებს.

გიორგი ქვილითაია ბოლოს კვიპროსში თამაშობდა, კერძოდ, „არისში“, სადაც 2024 წლიდან 49 მატჩში 16 გოლი გაიტანა. კვიპროსში მანამდე ქართველი ფორვარდი „აპოელის“ და „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა, ასევე უთამაშია „გენტში“, ვენის „რაპიდში“, უნგრულ „გიორსა“ და „დინამო თბილისში“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას 42 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

„მეცი“ ლიგა 1-ში ბოლო, მე-18 ადგილზეა და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. „მეცის“ ღირსებას გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი იცავენ, შესაბამისად, ფრანგულ გუნდში ერთბაშად სამი ქართველი იქნება. გარდა ამისა, „მეცში“ გიორგი მიქაუტაძეს უთამაშია, რომელსაც ამ გუნდის მაისურით 63 თამაშში 38 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091755