სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:45 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ლუკმენის ტრანსფერზე მუშაობს

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი ადემოლა ლუკმენი „ატლეტიკოში“ გადავა.

ნიგერიელის სანაცვლოდ ესპანელები 40 მილიონ ევროს იხდიან და კლუბები უკვე შეთანხმდნენ. ლუკმენიც დათანხმდა ესპანურ კლუბში თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად "ფენერბაჰჩეში" გაშვებას ითხოვდა, რომელიც უკეთეს ხელფასს სთავაზობდა.

"ატლეტიკო" ნიგერიელში 35 მილიონ ევროს გაიღებს, რასაც 5 მილიონი ევრო ბონუსად დაემატება. ადემოლა მადრიდელებთან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორებს, სეზონში კი 6 მილიონ ევროს მიიღებს.

ადემოლა ლუკმენი „ატალანტაში“ 2022 წლიდან თამაშობს და 137 მატჩში 55 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ნიგერიელს „ლესტერში“, „ფულჰემში“, „ლაიფციგში“, „ევერტონსა“ და „ჩარლტონში“ უთამაშია.

0.098596