სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:00 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტის" მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი დაინიშნა

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი ალბერტ რიერა დაინიშნა.

მან დინო ტოპმიოლერი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. რიერა ბოლოს სლოვენიურ „ცელიეში“ მუშაობდა, მანამდე კი, „ბორდოსა“ და „ოლიმპია ლუბლიანაში“ უმუშავია.

„აინტრახტი“ ბუნდესლიგაში 19 ტურის შემდეგ 27 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას ფაზის ეტაპზე გამოეთიშა და მომდევნო ეტაპზე გასვლი შანსი ბოლო ტურის წინაც არ ჰქონდა.

0.098167