ფეხბურთი

20:21 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლორენცო ინსინიე იტალიაში დაბრუნდა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ლორენცო ინსინიე იტალიაში დაბრუნდა და კარიერას "პესკარაში" გააგრძელებს, რომელიც სერია B-ში თამაშობს.

ინსინიე "პესკარას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ, რაც "ტორონტო" დატოვა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. მან 11-ნომრიანი მაისურით მოირგო.

ლორენცო ინსინიემ „პესკარაში“ 2011-2012 წლების სეზონი იჯარით გაატარა და 38 მატჩში 20 გოლი გაიტანა, რითაც გუნდს სერია A-ს საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ასე, რომ კლუბს ძალიან კარგად იცნობს.

იტალიელი 2022 წლიდან „ტორონტოში“ გამოდიოდა, სადაც 76 თამაშში თავი 19-ჯერ გამოიჩინა. ინსინიეს ასევე უთამაშია „კავეზესა“ და „ფოჯაში“, ხოლო კარიერის საუკეთესო წლები „ნაპოლიში“ გაატარა, სადაც 434 შეხვედრაში 122 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099121