სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:46 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: "კერიკს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აკლია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა საფეხბურთო პოდკასტ The Overlap-ში მაიკლ კერიკის სიტუაციაზე ისაუბრა. მისი აზრით ის ჯერ მზად არ არის, რომ „იუნაიტედის“ სრულფასოვანი მწვრთნელი გახდეს, რადგან მას საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ აქვს და ამ მომენტში გუნდს გაცილებით სხვა დონის მწვრთნელი სჭირდება.

"რისი იმედი უნდა ჰქონდეს ამ მომენტში კლუბს არ ვიცი, მაიკ კერიკი არ არის ის მწვრთნელი, რომელიც ახლა გუნდს სჭირდება. ვფიქრობ მას საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ აქვს და ზაფხულში კლუბი უნდა დატოვოს. მე იმას არ ვიძახი, რომ კერიკს საფეხბურთო ცოდნა არ აქვს, ან ტოპ დონის მწვრთნელად გახდომა არ შეუძლია. თუ ის ასეთი შედეგების გაგრძელებას გააგრძელებს და გუნდი მისი ხელმძღვანელობით პრემიერლიგის ტიტულს მოიგებს, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ", - განაცხადა კინმა.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ კერიკი "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელია და გუნდში სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს, თუმცა მისი მოსვლის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" შთამბეჭდავი სტარტი აქვს, მათ ჯერ მანჩესტერულ დერბიში "სიტი" დაამარცხეს, ხოლო შემდეგ გათამაშების ლიდერ "არსენალსაც" მოუგეს.

0.096925