„ფროზინონეს“ ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის გოლი სერია B-ს 21-ე ტურში საუკეთესოდ დასახელდა.
ლიგის სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც ყველაზე მეტი ხმა ქართველმა მიიღო. გიორგიმ გასულ ტურში „რეჯანას“ წინააღმდეგ ეფექტური, თანაც, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ფროზინონე“ 21 ტურის შემდეგ სერია B-ში 45 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 31 იანვარს, „ენტელას“ სტუმრად შეხვდება.







