28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუკას პაკეტა კარიერას დიდი ალბათობით სამშობლოში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ვესტ ჰემმა" და "ფლამენგომ" აღნიშნულ ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნული გარიგებიდან ინგლისელები 41 მილიონს მიიღებენ, თუმცა მათ სურთ რომ მთლიანი თანხა 12 თვის განმავლობაში მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ პაკეტა სწორედ "ფლამენგოს" აკადემიის აღზრდილია და მის ძირითად გუნდში 2016-19 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 5 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.







