მერსესაიდული "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ გუნდის ბოლოდროინდელი შედეგების გამო ახალი მწვრთნელის ძიების პროცესი დაიწყო და როგორც ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება ინგლისელები ჩაბი ალონსოს დაუკავშირდნენ.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი სატელეფონო ზარით შედგა და ის საკმაოდ დადებითად დასრულდა. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ თუ მოლაპარაკებები კარგად წავიდა ყველაფერი ძალიან მალე დასრულდეს.
როგორც იცით, ჩაბი ალონსო მადრიდის "რეალიდან" 12 იანვარ გაათავისუფლეს და როგორც ვრცელდება ინფორმაცია ესპანელი სპეციალისტი დიდი ხნით უმუშევრობას არ აპირებს და საქმეში დაბრუნება ძალიან მალე სურს.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" პრემიერლიგის ბოლო ტურში სტუმრად "ბორნმუთთან" 3:2 დამარცხდა, ხოლო 23 ტურის შემდეგ 36 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.







