ფეხბურთი

23:04 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "ნაპოლი" გაანადგურა და სამეულს მიუახლოვდა

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა მეტოქეს ყველაფერში აჯობა და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში სრულად ასახავდა ყველაფერს.

„იუვემ“ ძალიან აქტიურად დაიწყო და 22-ე წუთზე დამსახურებულად დაწინაურდა. მანუელ ლოკატელის ფანტასტიკური პასით ჯონათან დევიდმა გაიტანა - 1:0. ზუსტად ერთ წუთში ქენან ილდიზმა ფრანსისკო კონსეისაო მეკარეს შეატოვა, მაგრამ პორტუგალიელის დარტყმა ალესანდრო ბონჯორნომ ცარიელი კარიდან გამოიტანა. ვთქვათ, რომ გოლამდე იყო ხეფრენ ტურამის მომენტიც, რომელმაც ძელი შეაზანზარა.

„ნაპოლის“ საპასუხოდ არაფერი გამოსდიოდა. მეორე ტაიმი ტაქტიკური გამოდგა, რომელშიც „იუვემ“ მეტოქის ორი უხეში შეცდომა გამოიყენა. ჯერ ილდიზმა გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყდა, ხოლო ბოლოს ფილიპ კოსტიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - „ბიანკონერიმ“ 3:0 მოიგო.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 42 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში „პარმას“ ესტუმრება, ხოლო „ნაპოლი“ 43 ქულით მესამეა „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 დევიდი (22), 2:0 ილდიზი (77), 3:0 კოსტიჩი (86)

0.085885