ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ „ოვიედო“ ადვილად დაამარცხა და გუშინ დაკარგული ლიდერის პოზიცია დაიბრუნა.
პირველ ტაიმში „ოვიედომ“ მეტოქეს გაუძლო და უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში კლასმა თავისი ქნა: დანი ოლმომ, რაფინიამ და ლამინ იამალმა სამჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი და 3:0.
„ბარსელონამ“ ამ გამარჯვებით 52 ქულა დააგროვა და „რეალს“ ისევ 1 ქულით გაასწრო, ხოლო მომდევნო ტურში 31 იანვარს, „ელჩეს“ ესტუმრება.
„ბარსელონა“ – „ოვიედო“ 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 დანი ოლმო (52), 2:0 რაფინია (57), 3:0 იამალი (73)





