სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:23 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლანსის" სერია შეწყდა და ლიგა 1-ში პსჟ გალიდერდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში „ლანსი“ სტუმრად „მარსელთან“ დამარცხდა და ლიდერის პოზიციაც დაკარგა.

რობერტო დე ძერბის გუნდმა მეტოქეს აჯობა, საწყის 13 წუთში უკვე ორბურთიან უპირტესობას ფლობდა. მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს და 3:1. დუბლი შეასრულა ამინ გიურიმ, ერთიც ეთან ნვანერიმ გაიტანა, რომელმაც „ოლიმპიკში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

„ლანსს“ ლიგა 1-ში ბოლო 8 მატჩი ზედიზედ ჰქონდა მოგებული და სატურნირო ცხრილს ლიდერობდა, მაგრამ ახლა პსჟ-ს ჩამორჩა.

„ლანსის“ წაგებით პსჟ-მ ლიდერობა დაიბრუნა და 45 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „ლანსი“ 43 ქულით მეორე საფეხურს იკავებს. „მარსელს“ 38 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165728