ოდესღაც, ლონდონის „ჩელსის“ მწვრთნელობისას ანტონიო კონტემ ფეხბურთელებს მუდმივად ტონუსში სამყოფად აქტიურ სექსს ვურჩევო რომ თქვა გახსოვთ? თქვენ შეიძლება არა, მაგრამ ბრაზილიელ დიეგო კოშტას როგორც ჩანს არასოდეს დავიწყებია ეს სიტყვები და არც კონტესთან მის კონფლიქტს გასვლია ყავლი.
რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიელ ჟურნალისტებთან საუბრში დიეგო კოშტამ „ჩელსიში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და ანტონიო კონტეს მიმართ კრიტიკა ამჯერად საკმაოდ პირად და სექსუალურ კონტექსტში გადაიტანა. კოშტას თქმით, 2017 წელს კონტემ მას უბრალოდ შეტყობინება გაუგზავნა, რომ კლუბში აღარ სჭირდებოდა და ეს მწვრთნელის მხრიდან ადამიანურადაც შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება იყო.
ფორვარდის მონათხრობით, კონტე მუდმივად დაძაბული და აგრესიული იყო.
„კონტე არის ისეთი ადამიანი, რომელსაც სიამოვნების განცდა არც ფეხბურთში და სავარაუდოდ, არც პირად ცხოვრებაში შეუძლია. კონტეს ქცევა და მუდმივი გაღიზიანება შესაძლოა სექსუალური დაუკმაყოფილებლობითაც იყო განპირობებული და სწორედ ამიტომაც გვირჩევდა ბევრ სექსს. არადა სექსის ნაკლებობა როგორც ჩანს სწორედ მას აწუხებდა“- ამბობს კოშტა.







