ფეხბურთი

20:30 | 22.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლომთაძე კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ლომთაძე „დინამო თბილისიდან“ კარიერას ამერიკულ „მონტერეი ბეიში“ გააგრძელებს, რომელიც რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს.

ლომთაძემ ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში „დინამო თბილისის“ მაისურით ეროვნულ ლიგაში 14 უგოლო მატჩი ჩაატარა. მანამდე ის „გაგრას“, „დილას“, „სამტრედიას“ და „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა.

0.169897