ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მადრიდის „რეალში“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. იტყობინება The Touchline. გუნდს ამჟამად ალვარო არბელოა წვრთნის, რომელმაც ამ თვეში ჩაბი ალონსო შეცვალა.
ანჩელოტიმ ადრე განაცხადა, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის შემდეგ, ერთადერთი კლუბი, რომლის მწვრთნელობაც მას კვლავ სურს მადრიდის „რეალია.“ და სიამოვნებით დაბრუნდებოდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
ანჩელოტი „რეალში“ 2013-დან 2015 წლამდე და 2021-დანდან 2025 წლამდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით 353 მატჩში მადრიდელებმა 253 მოიგეს და 48 ფრედ ითამაშეს.







