თამაშგარე

13:25 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰუგო, ლაისი და მგლის ქონი

ბრაზილიის ნაკრების მეოთხე მეკარე ჰუგო სოუზა მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი კლუბის, „კორინტანსის“ გოლკიპერია, ალბათ მანც ვერასოდეს მოხვდებოდა ბულვარულ მედიის ყურადღების ქვეშ, რომ არა მისი დაუფარავი მექალთანეობა და ხურუშმოყვარე ბუნება, რაც ისევე აშკარაა, როგორც ის, რომ ამ ბიჭს „სელესაოს“ ძირითადში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

26 წლის გოლკიპერს მრავალი საყვარელი და ორი ოფიციალური ცოლი ჰყავდა და ყოველი სამთვიანი და მოკლევადიანი ტრფიალებების შემდეგ მუდმივად ახალ ურთიერთობაში იყო ხოლმე.

გაზეთ „Extra“-ს ცნობით, „კორინტიანსის“ მეკარემ ყველაზე დიდხიანი ურთიერთობა, ყველას გასაკვირად, მოდელ ლაის სოუზასთან შეინარჩუნა, რომელიც გასული წლის მაისში გაიცნო, წყვილი კვლავ ერთადაა და ერთურთს ცოლ-ქმრადაც კი მოიხსენებენ.

ორი კვირის წინ, ჰიუგომ და ლაისმა მორიგი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს სოციალურ მედიაში და ფოტოზე წარწერით გოლკიპერმა მოდელს „ჩემი წამალი“ უწოდა, კომენტარებში კი დაწერა: „გამიმართლა, რომ შენ მყავხარ“.

ბრაზილიაში მგლები არ ბინადრობენ და წესით, ეს ყოველივე მგლის ქონის „დამსახურება“ არ უნდა იყოს, თუმცა ვინ იცის...

თეგებიჰუგო სოუზა
0.09724