თამაშგარე

15:51 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მატი ფალ დიბა— სენეგალის მშვენება

გუშინ აფრიკის ერთა თასზე სენეგალის ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად, გადავწყვიტეთ მოგვეკვლია თუ ვინ არის ამ ქვეყნის მკვიდრი ის ბედნიერი ლამაზმანი, რომელსაც სენეგალის საფეხბურთო ნაკრების თილისმას უწოდებენ და საამისოდ ბევრი ძიება არც დაგვჭირვებია, რადგან ჩვენს წინაშე ჭეშმარიტი თილისმა, 2001 წელს დაკარში შობილი მატი ფალ დიბა წარსდგა.

მატი თანამედროვე მოდის ფიცარნაგზე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მოდელია. იგი უკვე მოხვდა მსოფლიო მოდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სიის - models.com Top-ის 50-ეულში, რაც ბევრი ლამაზმანის საუკუნო ოცნებაა და ასახავს გავლენასა და პოპულარობას მოდის მსოფლიო ინდუსტრიაში.

ეს მშვენიერი ასული სენეგალში გაიზარდა და 9 წლის ასაკში იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი კარიერა სწრაფად გაიფურჩქნა, როცა მრავალი წამყვანი მოდის სააგენტო და ბრენდი დაინტერესდა. ამის მიუხედავად, არასდროს წყვეტდა სამშობლოსთან კავშირს და ნაკრების თილისმად აღიარებაც ამის თვალსაჩინო მაგალითია.

0.16625