„ნაპოლიმ“ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში ორი ფეხბურთელი გაასხვისოს - ლორენცო ლუკა და ნოა ლანგი.
ორივე ფეხბურთელი „ნაპოლიმ“ სეზონის წინ დიდი მოლოდინით შეიძინა, მაგრამ მათ ანტონიო კონტეს გუნდში ფეხი ვერ მოიკიდეს. ლუკას დამატება სეზონის ბოლომდე იჯარით „ნოტინგემს“ სურს, რომელიც მზადაა 1 მილიონი ევრო გადაიხადოს და იჯარა ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლებას 35 მილიონ ევროდ. „ნაპოლი“ ამ პირობებზე თანახმაა და ახლა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ლანგის დამატება ასევე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით სურს სტამბოლის „გალათასარაის“. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ფეხბურთელიც თანახმაა თურქეთში გააგრძელოს კარიერა, რაზეც ბოლო დღეებში ფიქრობდა და როგორც ჩანს, არჩევანი გააკეთა.
"ნაპოლისთვის" აუცილებელია გუნდიდან ვინმეს გაშვება, რათა ახალი ფეხბურთელების დამატება შეძლოს. ამიტომაც, კლუბი თანახმაა, ლანგიც გაუშვას და ლუკაც.
ნოა ლანგი „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს პსვ-დან შეუერთდა და 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო ლორენცო ლუკა ნეაპოლელებმა „უდინეზედან“ შეიძინეს და 22 შეხვედრაში 2 გოლით გამოირჩა.





