კალათბურთი

0:28 | 19.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 13 ქულა ესპანეთში

დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ საკუთარ მოედანზე „ფუენლაბრადას“ შეხვდა, რომლის წინაღმდეგ ოვერ ტაიმში 79:88 წააგო.

ქართველი კალათბურთელი მოედანზე 33 წუთის განმავლობაში იყო, გუნდს კი 13 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით და 1 დაფარებით დაეხმარა. დუდამ 7-დან 2 ორქულიანი 7-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

პალმერ ბასკეტი 3 მოგებით და 13 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი პირველ თებერვალს, „ზამორას“ შინ დაუპირისპირდება.

0.090614